„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლის, ატრიბუტიკისა და სიმბოლიკის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 14 ივნისის №317 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
484
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2012-06-14
გამოქვეყნების თარიღი
2012-06-14
სარეგისტრაციო კოდი
140080000.08.002.016527
„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლის, ატრიბუტიკისა და სიმბოლიკის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 14 ივნისის №317 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №484

2012 წლის 14 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლის, ატრიბუტიკისა და სიმბოლიკის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 14 ივნისის №317 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლის, ატრიბუტიკისა და სიმბოლიკის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 14 ივნისის №317 ბრძანებულებაში (სსმ, ვებგვერდი, 110614013, 14/06/2011) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების დანართის მე-10 პლანშეტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„

 

პლანშეტი №10

სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები

1.    ყოველდღიური ფორმა (ზაფხულის სეზონი):

ა)     ხაკისფერი მოკლემკლავიანი მაისური შესაკრავი საყელოთი, ხაკისფერი შარვალი, ქამარი, ხაკისფერი დაბალყელიანი ფეხსაცმელი, ხაკისფერი ჟილეტი;

ბ)    კომუფლირებული საველე ქურთუკი, კომუფლირებული საველე შარვალი, ქამარი, კომუფლირებული ფართოფარფლიანი საველე ქუდი, კომუფლირებული მაისური, ხაკისფერი მაღალყელიანი ფეხსაცმელი, ხელთათმანი, საწვიმარი (პარკა კომუფლირებული), სპეციალური წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

2. ყოველდღიური ფორმა (საგაზაფხულო-საშემოდგომო სეზონი) – კომუფლირებული საველე ქურთუკი, კომუფლირებული საველე შარვალი, ქამარი, კომუფლირებული ფართოფარფლიანი საველე ქუდი, კომუფლირებული მაისური, შავი მაღალყელიანი ფეხსაცმელი, ხელთათმანი, საწვიმარი (პარკა კომუფლირებული), სპეციალური წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.”.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია