„ნოტარიუსთა რეესტრის ფორმისა და რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 10 მარტის №52 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
101
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2012-06-14
გამოქვეყნების თარიღი
2012-06-14
სარეგისტრაციო კოდი
010340000.22.027.016314
„ნოტარიუსთა რეესტრის ფორმისა და რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 10 მარტის №52 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №101

2012 წლის 14 ივნისი

ქ. თბილისი

„ ნოტარიუსთა რეესტრის ფორმისა და რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 10 მარტის №52 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „ნოტარიუსთა რეესტრის ფორმისა და რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 10 მარტის №52 ბრძანებით (სსმ III, 11.03.2010, №26, მუხ. 384) დამტკიცებული ნოტარიუსთა რეესტრის წარმოების წესის (დანართი №2) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. რეესტრის წარმოებას უზრუნველყოფს საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ელექტრონული ფორმით. რეესტრი უნდა გამოქვეყნდეს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ვებგვერდზე.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია