„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 27 აპრილის №417 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
407
მიმღები ორგანო
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
2012-06-13
გამოქვეყნების თარიღი
2012-06-13
სარეგისტრაციო კოდი
010320020.22.034.016103
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 27 აპრილის №417 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №407

2012 წლის 13 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 27 აპრილის №417 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის მე -4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე , ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 27 აპრილის №417 ბრძანებით (სსმ, 52, 28/04/2005წ. , სარეგისტრაციო კოდი 010.320.020.22.034.007.336) დამტკიცებული დებულების მე -6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდგი რედაქციით:

„1. ადმინისტრაციის უფროსს ჰყავს მოადგილეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.“ .

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი . მერაბიშვილი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია