„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 17 ნოემბრის №214 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
100
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2012-06-13
გამოქვეყნების თარიღი
2012-06-13
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.027.016313
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 17 ნოემბრის №214 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №100

2012 წლის 13 ივნისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 17 ნოემბრის №214 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე - 20 მუხლის მე - 4 პუნქტის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 17 ნოემბრის №214 ბრძანებით (სსმ III, 18.11.2009, №141, მუხ. 1632) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:

     „მუხლი 51

ცენტრი თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს ცენტრალური აპარატისა და რეგიონული - ყვარლის სასწავლო ცენტრის მეშვეობით . “.

2. დებულების მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:

„ლ) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს „არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 22 მარტის №235 ბრძანებულებით დამტკიცებული სტრატეგიის შესაბამისად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პროგრამებით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.“.

მუხლი 2 . ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია