„2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის №92 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
204
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-06-08
გამოქვეყნების თარიღი
2012-06-12
სარეგისტრაციო კოდი
470230000.10.003.016877
„2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის №92 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება № 204

2012 წლის 8 ივნისი

ქ. თბილისი

„2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის №92 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2012 წლის ჯანმრთელობის დაც­ვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავ­რობის 2012 წლის 15 მარტის №92 დადგენილებაში ( www.mats­ ne.gov.ge, 16/03/2012, 470230000.10.003.016765) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული პროგრამების №8 და­ ნარ­ თის (დიაბ­ეტ­ის მართვა) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ცი­ით:

„ მუხლი 9. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 4,941 ათასი ლარით:

 

№

კომპონენტი

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა მომსახურება

533

2

სპეციალიზებული ამბულატორიული დახმარება

890

3

შაქრიანი და უშაქრო დიაბეტით დაავადებული მოსახ­ლე­ობის სპეციფიკური მედიკამენტებით და საანალ­ი­ზო ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა

3,518

3.1

დიაბეტით დაავადებულ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა

2,827

3.2

უშაქრო დიაბეტით დაავადებულთა მედიკამენტებით უზ­რუნველყოფა

320

3.3

სპეციალურ სამკურნალო საშუალებათა ტრანსპორ­ტი­რ­ების, შენახვისა და გაცემის ხარჯები

371

 

სულ:

4,941“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი              ნ. გილაური

 

 

კრებსითი — სრული ვერსია