საქართველოს მთავრობის
დადგენილება № 203
2012 წლის 8 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს უმაღლეს განათლებაში კვლევის ტექნოლოგიების დანერგვის და განვითარების შესახებ
უმაღლეს განათლებაში კვლევის ტექნოლოგიების დანერგვა და განვითარება საქართველოს ერთ-ერთი პრიორიტეტია. უმაღლესი განათლების განვითარების წინაპირობას წარმოადგენს კვლევითი ტექნოლოგიების დანერგვა და საგანმანათლებლო საქმიანობის წარმართვა კვლევაზე დაყრდნობით . აღნიშნული შეიძლება მიღწეულ იქნეს მხოლოდ კვლევითი სექტორის სასწავლო-სამეცნიერო ბაზის განახლებისა და მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელების გზით.
მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად:
1. რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტად.
2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებლად განისაზღვროს სახელმწიფო, რომელსაც წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უფლებამონაცვლედ.
4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ამ დადგენილების გამოქვეყნებიდან 2 კვირაში უზრუნველყოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაცია და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტად რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების დასრულებისთანავე უზრუნველყოს შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოცემა.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება №426 - ვებგვერდი, 11.10.2012წ.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება №426 - ვებგვერდი, 11.10.2012წ.
2 . ძალადაკარგულია – საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ივ ლ ისის დადგენილება №1 8 9 – ვებგვერდი, 30 .07.2013წ.