საქართველოს კანონი
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №9, 31.03.2007, მუხ. 87) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ“ ქვეპუნქტი:
„უ) კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტი – იურიდიული პირი, რომელიც ასეთად მიჩნეულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ და რომელიც „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად სახსრებს მოიზიდავს ფიზიკური პირებისაგან და მოზიდული სახსრებით გასცემს სესხებს.“.
2. მე-14 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1 “ ქვეპუნქტი:
„ბ1 ) საქართველოს ეროვნულ ბანკს – კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის გადახდისუუნარობის საკითხთან დაკავშირებით;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ .სააკაშვილი
თბილისი,
2012 წლის 25 მაისი.
№6321- Iს