„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
6308-Iს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2012-05-25
გამოქვეყნების თარიღი
2012-06-12
სარეგისტრაციო კოდი
240000000.05.001.016779
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

  „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №№21–22, მუხ. 455) მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31  პუნქტი:

„31 . მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოქმედი მნიშვნელოვანი სისტემის მონაწილე საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების დარეგისტრირების თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 ივლისიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი                             მ. სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 25 მაისი.

№6308-Iს

კრებსითი — სრული ვერსია