საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
6314-Iს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2012-05-25
გამოქვეყნების თარიღი
2012-06-12
სარეგისტრაციო კოდი
090000000.05.001.016776
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 153-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 153. ქონება, რომელსაც არ შეიძლება ყადაღა დაედოს

არ შეიძლება ყადაღა დაედოს პირისათვის საჭირო კვების პროდუქტებს, სათბობს, პროფესიული საქმიანობის ინვენტარს და სხვა საგნებს, რომლებიც უზრუნველყოფს ადამიანის ნორმალურ სასიცოცხლო პირობებს, აგრეთვე „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ფინანსურ გირაოს (ფინანსური გირაოს საგანს) და მნიშვნელოვანი სისტემის მონაწილის ანგარიშსწორების ანგარიშებს.“.

2. 157-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადებისას იზღუდება პირის უფლება, განკარგოს თავის საბანკო ანგარიშზე არსებული ან რიცხული ფულადი სახსრები, ხოლო გარკვეული ოდენობის თანხაზე ყადაღის დადებისას იზღუდება პირის უფლება, განკარგოს თავის საბანკო ანგარიშზე არსებული ან რიცხული ფულადი სახსრები ყადაღის მოცულობის ფარგლებში. თუ საკუთრება დანაშაულებრივი გზით მოპოვებული სახსრებით არის შეძენილი ან გაზრდილი, ყადაღა შეიძლება დაედოს მთელ ქონებას ან მის მეტ წილს. ყადაღა ედება ბრალდებულის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის, დაკავშირებული პირის ან/და რეკეტული დაჯგუფების ქონებას (მათ შორის, იურიდიული პირისა და მისი შვილობილი კომპანიების ქონებას), მიუხედავად ბრალდებულის წილისა ამ ქონებაში, თუ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომ ეს ქონება ან მისი ნაწილი რეკეტულია.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 ივლისიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი                         მ. სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 25 მაისი.

№6314-Iს

კრებსითი — სრული ვერსია