საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
6331-Iს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2012-05-25
გამოქვეყნების თარიღი
2012-06-12
სარეგისტრაციო კოდი
190020010.05.001.016770
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 28.12.2009, მუხ. 361) 261  მუხლ ის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებებს განიხილავს და გადაწყვეტილებას (გარდა საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) იღებს კომისია, რომლის შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“;

ბ) მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:      

„5. სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს , რომლის აქციები განთავსებულია უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე, წმინდა მოგების განაწილები სა და გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. ამასთანავე, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება აღნიშნული საწარმოს წმინდა მოგებიდან სახელმწიფოსათვის გადასარიცხი დივიდენდების ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წესისაგან განსხვავებულად მიმართვის თაობაზე. “.

მუხლი 2 . ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 25 მაისი.

№6331- I ს

 

კრებსითი — სრული ვერსია