„გორის თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 სექტემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
28
მიმღები ორგანო
გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-06-08
გამოქვეყნების თარიღი
2012-06-18
სარეგისტრაციო კოდი
040110033.35.148.016112
„გორის თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 სექტემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №28

2012 წლის  8  ივნისი

ქ . გორი

   „გორის თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 სექტემბრის № 32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,  გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

   1. ,,გორის თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 სექტემბრის №32 დადგენილებაში (სსმ, 26, 17/09/2010; 040.110.033.35.148.000.725) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამკიცებული გორის თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის (დანართი № 1) მე-20 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

      ,,3. მონათხოვრეს არა აქვს უფლება ნივთი სარგებლობისათვის გადასცეს მესამე პირს გამნათხოვრებლის თანხმობის გარეშე.“

  2.  ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

   საკრებულოს თავმჯდომარე                     ზ . ხმალაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია