საქართველოს კანონი
„ საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი , № 45, 21.11.1997, გვ. 55) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებ ა :
1 . მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 4 . სამსახურში მიღებისას პირმა უნდა წარადგინოს ნარკოლოგიური მომსახურების მიმწოდებელი ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულებ ის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებ ათა I და II სიაში შეტანილ ი ნივთიერებები ს მიმართ დამოკიდებულების ნიშნების ა და ამ ნივთიერებათა ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების ფაქტის არარსებობა .“ .
2 . 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ ე “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ე) ნარკოლოგიური მომსახურების მიმწოდებელი ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულებ ის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებ ათა I და II სიაში შეტანილ ი ნივთიერებების მიმართ დამოკიდებულების ნიშნების ა და ამ ნივთიერებათა ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების ფაქტის არარსებობა ;“.
3 . 98-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ ზ “ ქვეპუნქტი:
„ ზ) საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მოხმარების ფაქტზე პერიოდული, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შემოწმების შედეგად საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა I და II სიაში შეტანილ ნივთიერებათა მოხმარების დადასტურებისას , გარდა მოხელის მიერ ამ ნივთიერებათა სამკურნალო მიზნით მოხმარების შემთხვევისა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2012 წლის 22 მაისი.
№6247- I ს