,,კერძო აღმასრულებელთა რეესტრის ფორმისა და რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 29 ივნისის №119 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
90
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2012-06-06
გამოქვეყნების თარიღი
2012-06-06
სარეგისტრაციო კოდი
070030000.22.027.016303
,,კერძო აღმასრულებელთა რეესტრის ფორმისა და რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 29 ივნისის №119 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №90

2012 წლის 6 ივნისი

ქ. თბილისი

„კერძო აღმასრულებელთა რეესტრის ფორმისა და რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 29 ივნისის №119 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „კერძო აღმასრულებელთა რეესტრის ფორმისა და რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 29 ივნისის №119 ბრძანებაში (სსმ III, 29.06.2009, №79 მუხ.863) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს შესყიდვების სამსახურმა უზრუნველყოს ამ ბრძანებით დამტკიცებული რეესტრის ჟურნალების დამზადებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება.’’.

2. ბრძანებით დამტკიცებული №2 დანართის ( კერძო აღმასრულებელთა რეესტრის წარმოების წესი) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. რეესტრის წარმოებას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს იურიდიული სამსახური.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია