„კერძო აღმასრულებლის სამუშაო ადგილის მოწყობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 29 ივნისის №116 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
88
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2012-06-06
გამოქვეყნების თარიღი
2012-06-06
სარეგისტრაციო კოდი
070030000.22.027.016301
„კერძო აღმასრულებლის სამუშაო ადგილის მოწყობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 29 ივნისის №116 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №88

2012 წლის 6 ივნისი

ქ. თბილისი

„კერძო აღმასრულებლის სამუშაო ადგილის მოწყობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 29 ივნისის №116 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „კერძო აღმასრულებლის სამუშაო ადგილის მოწყობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 29 ივნისის №116 ბრძანებით (სსმ III, 29.06.2009, №79, მუხ. 860) დამტკიცებული წესის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამუშაო ადგილის შეცვლის შემთხვევაში კერძო აღმასრულებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ამის თაობაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს და წარუდგინოს მას სამუშაო ადგილის მისამართი და საჯარო რეესტრიდან ამონაწერი იმ უძრავი ქონების საკუთრების თაობაზე (მესაკუთრის ვინაობა), სადაც უნდა განთავსდეს კერძო აღმასრულებლის სამუშაო ადგილი, ან ამ უძრავი ქონების მესაკუთრის თანხმობა სააღსრულებო საქმიანობის განხორციელებაზე.”.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია