საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №87
2012 წლის 6 ივნისი
ქ. თბილისი
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე - 20 მუხლის მე - 4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის № 220 ბრძანებით (სსმ III, 30.09. 2008, № 143, მუხ. 1422) დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,გ2“ ქვეპუნქტი:
,,გ2) კერძო აღმასრულებლების რეგისტრაცია, კერძო აღმასრულებელთა რეესტრის წარმოება, კერძო აღმასრულებელზე სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაცემა , გაუქმება და კანონით დადგენილი წესით ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება; “.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი