საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №463
2012 წლის 5 ივნისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნარკომანიით დაავადებულ პირთა რეაბილიტაციის ცენტრის შექმნის შესახებ
1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ნარკომანიით დაავადებულ პირთა რეაბილიტაციის ცენტრი (შემდეგში – ცენტრი).
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ:
ა) განახორციელოს ცენტრის სახელმწიფო კონტროლი;
ბ) უზრუნველყოს ცენტრის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.
3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. ძალადაკარგულია – საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 19 თებერვლის ბრძანებულება №60 – ვებგვერდი, 19.02.2014წ.