საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების
სააგენტოს უფროსის
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №02-788/ო
2012 წლის 22 მაისი
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” (მუხლი 6 ; მუხლი8; მუხლი10 ) და „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” (დანართი №1) საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების შესაბამისად , ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. გაიცეს ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზი ა ‘ „შემდეგ დაწესებულება ზე: შპს ,,მედალფა“ (მისამართი- ქ.კასპი, სააკაძის ქ. №27ბ)
2 ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროში (ქ. თბილისი აკ. წერეთლის გამზირი №144) ან სასამართლოში.
3. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
საფუძველი: შპს ,,მედალფას“ დირექტორის განცხადება №27325, 06. 04. 2012 წ;
ადგილზე შემოწმების აქტი №97 , 17.05.2012 წ.
ზეპირი მოსმენის ოქმი №N13, 21. 05. 2012 წ.
გ. თვალავაძე