საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების
სააგენტოს უფროსის
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №02-683/ო
2012 წლის 3 მაისი
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” ( თავი V, მუხლი 22, პუნქტი 6, პუნქტი 7, ქვეპუნქტი „ა ”, „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 ოქტომბრის №377 დადგენილების (მუხლი 1, პუნქტი 5) შესაბამისად , ვბრძანებ:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს შპს ჯანმრთელობის ცენტრ ,,მედინას ” (მის: ხელვაჩაური, სოფელი შარაბიძეები) სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია (სალიცენზიო მოწმობა (N002080, ბრძანება N1056/ო, 31.12.2010 წ.).
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში (ქ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზირი №144) ან სასამართლოში .
3. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
საფუძველი: შპს ჯანმრთელობის ცენტრი ,,მედინას ” მთავარი ექიმის განცხადება: №32132, 26.04.2012წ.
გ. თვალავაძე