საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №104/ ნ
2012 წლის 4 ივნისი
ქ. თბილისი
„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №9 9/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე - 4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „ საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის № 9 9/ნ ბრძანებ ის ( სსმ, 126, 01/10/2010 სარეგისტრაციო კოდი : 430030000.22.022.016012 ) პირველი პუნქტით დამტკიცებული „ საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების “ 301 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო პროგრამა შეესაბამება ავტორიზაციის სტანდარტებს, ავტორიზაციის საბჭო იღებს გადაწყვეტილებას საგანმანათლებლო პროგრამის დამატების შესახებ, ამ დებულებით გათვალისწინებული წესით.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი