„თვითმმართველი ერთეულის – ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 5 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
56
მიმღები ორგანო
ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-05-31
გამოქვეყნების თარიღი
2012-06-11
სარეგისტრაციო კოდი
040110030.35.162.016141
„თვითმმართველი ერთეულის – ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 5 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №56

2012 წლის 31 მაისი

ქ. ახმეტა

„თვითმმართველი ერთეულის – ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 1 წლის 5 აგვისტოს №2 2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

       მუხლი 1

„თვითმმართველი ერთეულის – ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 5 აგვისტოს №2 2 დადგენილებ აში (სსმ, ვებგვერდი , 110811010, 16/08/2011, 040110030.35.162.016046 ) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

       ,,მუხლი 4

  ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.“.

2. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-13 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 13. საჯარო აუქციონის პირობები ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას

ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზნით საჯარო აუქციონის გამოცხადების შემთხვევაში გამოიყენება ამ დებულების მე-3 მუხლით გათვალისწინებული პირობები.“.

    მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                ა. მაილაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია