საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
ბრძანება №121
2012 წლის 29 მაისი
ქ. თბილისი
,,დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 ნოემბრის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის მე -4 პუნქტისა და ,, დიპლომატიური სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონის 2 6-ემუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე , ვბრძანებ :
1. ,,დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 ნოემბრის №220 ბრძანებით ( სსმ III, 24.11.2009 წელი , №144, მუხლი 1679) დამტკიცებული დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს ,, ი1 “ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით :
,,ი1 ) თანამდებობიდან გათავისუფლებისას სამინისტროს სისტემის არადიპლომატიური თანამდებობის პირი, რომელსაც ადრე ეკავა დიპლომატიური თანამდებობა და/ან მინიჭებული ჰქონდა დიპლომატიური რანგი, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თ. გორდაძე