„დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის –საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის წესის, მომსახურების სახეებისა და საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №141 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
196
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-05-30
გამოქვეყნების თარიღი
2012-06-01
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.016869
„დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის –საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის წესის, მომსახურების სახეებისა და საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №141 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება № 196

2012 წლის 30 მაისი

ქ. თბილისი

„ დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის წესის, მომსახურების სახეებისა და საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №141 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის წესის, მომსახურების სახეებისა და საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №141 დადგენილებაში ( www.matsne.gov.ge, 19/04/2012 , 040030000.10.003.016814 ) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული „დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის წესის“ (დანართი №1) მე- 5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისათვის ამ დადგენილების №2 დანართის პირველი, მე-4, მე-7 და მე-8 გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის ოდენობები მცირდება 50%-ით.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური

კრებსითი — სრული ვერსია