საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №447
2012 წლის 31 მაისი
ქ. თბილისი
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის № 119 ბრძანებულებაში ცვლილებ ი ს შეტანის თაობაზე
1 . „ნორმატიული აქტების შესახებ ” საქართველოს კანონის მე - 20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ”საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით (სსმ III , 2004 წ., № 38, მუხლი № 308) დამტკიცებულ დებულებ აში შეტანილ იქნეს დამატებები და დებულების მე-5 მუხლის:
ა) პირველ პუნქტს დაემატოს „ჟ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„ჟ) სამოქალაქო ოფისის რეფორმების კოორდინაციის სამმართველო.“;
ბ) მე-4 პუნქტს დაემატოს „ჟ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„ჟ) სამოქალაქო ოფისის რეფორმების კოორდინაციის სამმართველო:
ჟ.ა) ამზადებს წინადადებებს:
ჟ.ა.ა) სამინისტროს სამოქალაქო ოფისში მიმდინარე რეფორმების პროცესის მხარდაჭერის საკითხებზე;
ჟ.ა.ბ) სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესების, მათი სამუშაო პროცესისა და პროცედურების გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით;
ჟ.ბ) შეიმუშავებს რეკომენდაციებს:
ჟ.ბ.ა) სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საქმიანობის ანალიზის საფუძველზე გამოვლენილი ნაკლ ო ვანებების აღმოფხვრის მიზნით;
ჟ.ბ.ბ) სამინისტროს სამოქალაქო ოფისის მართვისა და დაგეგმვის სისტემის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .
მ . სააკაშვილი