შეთანხმება
საქართველოს მთავრობას ა და ქუვეითის სახელმწიფოს მთავრობას შორის
ვაჭრობის შესახებ
საქართველოს მთავრობა და ქუვეითის სახელმწიფოს მთავრობა (შემდგომში ერთობლივად „ხელშემკვრელ მხარეებად” წოდებულნი ),
სურთ რა , ორ ქვეყანას შორის განავითარონ თანასწორობასა და ურთიერთსარგებლობაზე დაფუძნებული სავაჭრო ურთიერთობები ,
გამოთქვამენ რა საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობის გაფართოებისა და განვითარების იმედს ,
შეთანხმდნენ შემდეგზე :
მუხლი 1
ხელშემკვრელი მხარეები მიიღებენ ყველა აუცილებელ ზომას , რათა ამ შეთანხმების მეშვეობით გააფართოონ და გაამრავალფეროვნონ საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობა ორ ქვეყანას შორის .
მუხლი 2
ხელშემკვრელი მხარეები ხელს შეუწყობენ საქართველოსა და ქუვეითის სახელმწიფოს იმ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა შორის კონტრაქტების გაფორმებას , რომლებიც ორი ქვეყნის ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად , უფლებამოსილნი არიან განახორციელონ საგარეო ვაჭრობა .
მუხლი 3
ხელშემკვრელი მხარეები შეუქმნიან ერთმანეთს აუცილებელ პირობებს, რათა მონაწილეობა მიიღონ ორ ქვეყანაში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად ორგანიზებულ გამოფენა-ბაზრობებსა და საერთაშორისო ბაზრობებში.
მუხლი 4
ხელშემკვრელი მხარეები, ორმხრივი სავაჭრო გარიგებების მოცულობის შემდგომი გაზრდის მიზნით, ხელს შეუწყობენ ორ ქვეყანას შორის დელეგაციების გაცვლას, ორ ქვეყანაში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 5
ამ შეთანხმების ფარგლებში ორ ქვეყანას შორის საქონლისა და მომსახურების ღირებულების გადახდა მოხდება თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტით, ორივე ხელშემკვრელი მხარის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
მუხლი 6
ხელშემკვრელი მხარეები, ორ ქვეყანაში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, გაათავისუფლებენ საბაჟო და სხვა გადასახადებისაგან შემდეგ საქონელს:
1. სარეკლამო ნიმუშებს , რომელთაც არ გააჩნია საქონლის ღირებულება და განკუთვნილია რეკლამისთვის და კომერციული შეკვეთებისთვის .
2. გამოფენებისა და ბაზრობებისთვის დროებით შეტანილ მასალებსა და მოწყობილობებს .
მუხლი 7
ხელშემკვრელი მხარეები დააფუძნებენ ერთობლივ სავაჭრო კომიტეტს, რომელიც შედგება მათი წარმომადგენლებისაგან და რომელსაც დაეკისრება შემდეგი ფუნქციები:
1. მოცემული შეთანხმების მუხლების შესრულებაზე კონტროლი .
2. ორმხრივი ვაჭრობის შეფასება .
3. ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის გაფართოებასთან ან დივერსიფიკაციასთან დაკავშირებით ერთ - ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ შემოთავაზებული წინადადებების განხილვა .
ერთობლივი კომიტეტი შეიკრიბება მონაცვლეობით თბილისში და ქუვეითში , რომელიმე მხარის თხოვნით და მეორე მხარესთან შეთანხმების საფუძველზე .
მუხლი 8
1 . ეს შეთანხმება ძალაში შევა ბოლო წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან , როდესაც ერთ - ერთი ხელშემკვრელი მხარე დიპლომატიური არხების საშუალებით , წერილობით აცნობებს მეორე ხელშე მკვრელ მხარეს შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საკონსტიტუციო ან სამართლებრივი პროცედურების დასრულების შესახებ .
2. ორივე ხელშემკვრელი მხარის თანხმობის შემთხვევაში ამ შეთანხმებაში შესაძლებელია შეტანილ იქნ ეს ცვლილებები. ცვლილებები გაფორმდება ცალკე ოქმების სახით და ძალაში შევა ამ მუხლის ( 1 ) პარაგრაფში მოცემული დებულებების შესაბამისად . აღნიშნული ოქმები შეადგენენ ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს .
3. ეს შეთანხმება ძალაში რჩება ხუთი წლის ვადით და გაგრძელდება ავტომატურად , მომდევნო ანალოგიური პერიოდით ან პერიოდებით , თუ ერთ - ერთი ხელშემკვრელი მხარე , მოცემული შეთანხმების ვადის ამოწურვამდე არა უგვიანეს სამი თვისა , წერილობით არ შეატყობინებს მეორე ხელშემკვრელ მხარეს თავისი განზრახვის თაობაზე შეწყვიტოს ამ შეთანხმების მოქმედება .
მუხლი 9
ამ შეთანხმებაში მოცემული დებულებები ვრცელდება ყველა იმ კონტრაქტზე , რომელიც გაფორმებულ იქნა შეთანხმების მოქმედების დროს , მაგრამ სათანადოდ არ იქნა შესრულებული შეთანხმების ვადის ამოწურვის დღეს .
წინამდებარე შეთანხმების განხორციელებასა და ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა უნდა გადაწყდეს დიპლომატიური არხების საშუალებით , კონსულტაციებისა და მოლაპარაკებების გზით .
შესრულებულია ქ. ქუვეითში, 2011 წლის 2011 წლის 1 ნოემბერს, ჰიჯრით 1432 წლის 5 ზულ ჰიჯას , ორ დედნად ქართულ , არაბულ და ინგლისურ ენებზე . ამასთან ყველა ტექსტი თანაბრად ა ვთენტ იკურია . შეთანხმების განსხვავებული განმარტების , შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე .
|
საქართველოს მთავრობის სახელით
გიორგი კარბელაშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მოადგილე |
ქუვეითის სახელმწიფოს მთავრობის სახელით
აბდულ აზიზ მაშაან ალ-ხალდი ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრის მოადგილე |