ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობისთვის ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
27
მიმღები ორგანო
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-05-25
გამოქვეყნების თარიღი
2012-07-24
სარეგისტრაციო კოდი
330130000.35.114.016122
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობისთვის ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის თაობაზე

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

დადგენილება № 27

201 2 წლის 25 მაისი

დ. ჩოხატაური

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობისთვის ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის თაობაზე

 

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ძ“ ქვეპუნქტისა და ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“  46-ე მუხლის შესაბამისად საკრებულო ადგენს:

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 24 ივლისის დადგენილება №39 - ვებგვერდი, 30.07.2012წ.

    მუხლი 1.

სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობისთვის, პასუხისმგებლობის ზომად განისაზღვროს ჯარიმა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შემოწმების აქტის შედგენის დღისათვის არსებული სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული ასაშენებელი შენობა-ნაგებობების საერთო ფართობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე:

ა) მუნიციპალიტეტის დაბის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე – 0,15 ლარის ოდენობით;

ბ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიაზე – 0,1 ლარის ოდენობით;

გ) კურორტ ბახმაროს ტერიტორიაზე 0,2 ლარის ოდენობით.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 24 ივლისის დადგენილება №39 - ვებგვერდი, 30.07.2012წ.

    მუხლი 2.

დადგენილება არ ვრცელდება დაბის და მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების კერძო საკარმიდამო ტერიტორიაზე მშენებარე საცხოვრებელ შენობებზე.

    მუხლი 3.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე

ა . ხუნდაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 24 ივლისის დადგენილება №39 - ვებგვერდი, 30.07.2012წ.

 

 

კრებსითი — სრული ვერსია