ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება № 17
2012 წლის 24 მაისი
ქ. ახალციხე
,,ახალციხის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირებისა და საჯარო მოსამსახურეების თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 9 თებერვლის № 8 დადაგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საკრებულო ადგენს:
მუხლი 1. ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირებისა და საჯარო მოსამსახურეების თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 9 თებერვლის № 8 დადაგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 15/02/2012, 190040000.35.138.016060) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი № 1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ დანართი № 1
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირების
თანამდებობრივი სარგოები
| № | თანამდებობა | თანამდებობრივი სარგო (ლარებში) |
| 1 | საკრებულოს თავმჯდომარე | 2360 |
| 2 | საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე | 1100 |
|
| კომისიების თავმჯდომარეები |
|
| 3 | სამანდატო , საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე | 650 |
| 4 | საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე | 650 |
| 5 | სივრცით - ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე | 650 |
| 6 | ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარე | 650 |
| 7 | სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე | 650 |
|
| ფრაქციების თავმჯდომარეები |
|
| 8 | „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა “ ფრაქციის თავმჯდომარე | 650 |
| 9 | ფრაქციის ,,მაჟორიტარი“ თავმჯდომარე | 650 |
მუხლი 2.
1. დადგენილება, გარდა ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართი № 1-ის მე-9 პუნქტისა, ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართი № 1-ის მე-9 პუნქტი ძალაში შევიდეს 2012 წლის 14 მაისიდან.
საკრებულოს თავმჯდომარე მ. გიქოშვილი