„თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის და მათი აპარატების საქმიანობის წესისა და თანამდებობების დასახელების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 მარტის №188 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
453
მიმღები ორგანო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2012-05-29
გამოქვეყნების თარიღი
2012-05-30
სარეგისტრაციო კოდი
010340000.22.026.016123
„თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის და მათი აპარატების საქმიანობის წესისა და თანამდებობების დასახელების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 მარტის №188 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება № 453

2012 წლის 29 მაისი

ქ. თბილისი

,,თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის და მათი აპარატების საქმიანობის წესისა და თანამდებობების დასახელების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 მარტის №188 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

მუხლი 1. ,,თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის და მათი აპარატების საქმიანობის წესისა და თანამდებობების დასახელების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 მარტის №188 ბრძანებით (სსმ III, 13.03.2009 , №29 , მუხ. 360) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1 . ბრძანებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ჩაითვლება როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის ამოწურვის შემდეგ პირის კადრების განკარგულებაში ყოფნის დრო.”

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .

ბ. ახალაია

კრებსითი — სრული ვერსია