ქალაქ თბილისის საკრებულოს
გადაწყვეტილება №6- 21
2012 წლის 25 მაისი
ქ. თბილისი
„რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში ტარიფების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2007 წლის 8 მაისის №6–35 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე - 4 პუნქტის შესაბამისად , ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა:
მუხლი 1. „რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში ტარიფების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2007 წლის 8 მაისის №6-35 გადაწყვეტილებ აში („საქართველოს რესპუბლიკა“, 12 .0 5 .2007წ. , № 90 , გვ. 11 ) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება :
1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„ 41. ქ. თბილისში რეგულირებად ეკონომიკურ სფეროდ განისაზღვროს საბაგირო გადაყვანა და მგზავრობის ტარიფი ერთი მიმართულებით დადგინდეს 1,0 ლარის ოდენობით“ .
2. გადაწყვეტილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 მუხლი:
„ მუხლი 12. ქ. თბილისში საბაგირო გადაყვან ისას, ამ გადაწყვეტილების 11 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი კატეგორიების პირებს მიეცეთ უფასო მგზავრობის უფლება , ხოლო მე–2 და მე–3 პუნქტებით დადგენილი კატეგორიების პირებს – მგზავრობის ტარიფის 50%–ანი ფასდაკლებით სარგებლობის უფლება “ .
მუხლი 2. გადაწყვეტილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ზ. სამადაშვილი