„ქ. თბილისში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2007 წლის 22 იანვრის №1-3 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება
დოკუმენტის ნომერი
6-20
მიმღები ორგანო
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო)
მიღების თარიღი
2012-05-25
გამოქვეყნების თარიღი
2012-05-30
სარეგისტრაციო კოდი
210070000.36.101.016107
„ქ. თბილისში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2007 წლის 22 იანვრის №1-3 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ქალაქ თბილისის საკრებულოს

გადაწყვეტილება №6-20

2012 წლის 25 მაისი

ქ. თბილისი

 „ქ. თბილისში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2007 წლის 22 იანვრის № 1-3 გადაწყვეტილებაში ცვლილებ ის შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის და „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფძველზე, ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. ,, ქ. თბილისში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2007 წლის 22 იანვრის №1-3 გადაწყვეტილებაში ( საქართველოს რესპუბლიკა , 01.02.2007, № 19, გვ .11 ) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

ა) გადაწყვეტილების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – 30 000 ლარი კვარტალში;“

ბ) გადაწყვეტილების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) თითოეული კლუბის მაგიდაზე – 10 000 ლარი კვარტალში“.

2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 მაისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საკრებულოს თავმჯდომარე  ზ . სამადაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია