„დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №13-42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
23
მიმღები ორგანო
დმანისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-05-25
გამოქვეყნების თარიღი
2012-06-01
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.156.016104
„დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №13-42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №23

2012 წლის 25 მაისი

ქ. დმანისი

,,დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №13-42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად , დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №13-42 დადგენილებით (სსმ, 27.09.2010 , სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.156.016008 ) „დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები შემდეგი სახით:

    მუხლი 1

1. დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში, მე-4 მუხლის სათაურსა და პირველ პუნქტში ,,დასუფთავების’’ ნაცვლად ჩაიწეროს ,,კომუნალური მომსახურების’’.

2. დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს ,,ვ1’’ და ,,ვ2’’ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

„ვ1 ) მუნიციპალიტეტის სოფლებში ადგილობრივი სასმელი წყლის სისტემებისა და სანიაღვრე არხების მომსახურება;

ვ2)   გარე განათების მომსახურება”.

    მუხლი 2

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                ბ . მგელაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია