“კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თოაბაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2407
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1999-09-09
გამოქვეყნების თარიღი
1999-09-21
სარეგისტრაციო კოდი
360.050.000.05.001.000.698
“კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თოაბაზე

საქართველოს კანონი

„კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №7, 1998 წელი, მუხ. 51) 46-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:

„2. ამ კანონის მე-13–18 მუხლებით დადგენილი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების რეჟიმი არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მიწებზე.“;

ბ) მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩაითვალოს შესაბამისად მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებად.

2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                    

ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1999 წლის 9 სექტემბერი.

№2407–Iს

კრებსითი — სრული ვერსია