„შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
6242-Iს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2012-05-22
გამოქვეყნების თარიღი
2012-05-25
სარეგისტრაციო კოდი
480140000.09.001.016108
„შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

„შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. რატიფიცირებულ იქნეს „შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ“ შეთანხმება.

2. „შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ“ შეთანხმების მე -4 მუხლის მე -2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პრივილეგია არ გავრცელდება იმ პირზე, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად , საქართველოს მოქალაქედ ითვლებ ა.

3. „შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ“ შეთანხმების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პრივილეგიები არ გავრცელდება იმ პირზე, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად , საქართველოს მოქალაქედ ითვლება. აღნიშნული პირის სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან გათავისუფლება ან სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გადავადების ყოველი კონკრეტული შემთხვევა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე       დ. ბაქრაძე

თბილისი,

201 2 წლის 22 მაისი .

№6242-Iს

 

კრებსითი — სრული ვერსია