საქართველოს კანონი
„ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ “ საქართველოს კანონ ის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, № 26, 11.07.2007, მუხ. 244) 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 25. ტექნოლოგიური პროცესების უსაფრთხოება სამუშაო ადგილზე
სამუშაო ადგილზე ტექნოლოგიური პროცესების უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებსა და ფარგლებში .“ .
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ . სააკაშვილი
თბილისი,
2012 წლის 8 მაისი.
№6165- I ს