საქართველოს კანონი
„ წყლის შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ წყლის შესახებ “ საქართველოს კანონში ( პარლამენტის უწყებანი , № 44, 11.11.1997, გვ . 123) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება :
1. მე -17 მუხლის მე -9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„ 9. აკრძალულია საქართველოს კონტინენტური შელფის ბუნებრივი რესურსების შესწავლასთან , მოპოვებასა და დამუშავებასთან დაკავშირებული სამუშაოების ჩასატარებლად საჭირო ნაგებობებისა და მოწყობილობების ზღვაში უნებართვო მშენებლობა და აღმართვა . ამ საქმიანობის ნებართვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცემენ სამინისტრო და ს აჯარო ს ამართლის იურიდიული პ ირი − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით .“ .
2. 46- ე მუხლის :
ა ) მე -4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„ 4. ამ კანონის 45- ე მუხლის მე -3 პუნქტის „ ბ “ და „ გ “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევ ებ ში წყალსარგებლობის შეზღუდვის , შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ სამინისტრო და საქართველოს შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , „ ა “ და „ დ “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევ ებ ში – სამინისტრო ან ს აჯარო ს ამართლის ი ურიდიული პ ირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო სამინისტროსთან შეთანხმებით , ხოლო „ ე “ და „ ვ “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევ ებ ში − მხოლოდ სამინისტრო .“;
ბ ) მე -9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„ 9. წყალამღები სისტემის ან ამ დანიშნულების ნაგებობის ლიკვიდაცია ან კონსერვაცია დასრულებულად მიიჩნევა იმ მომენტიდან , როდესაც ს აჯარო ს ამართლის ი ურიდიული პ ირი − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ხელს მოაწერს სათანადო აქტს .“ .
3. 74- ე მუხლის მე -2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„ 2. საქართველოში წყლის დაცვისა და გამოყენების სახელმწიფო მართვას ახორციელებს სამინისტრო , ასევე თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში − საქართველოს შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროები , ს აჯარო ს ამართლის ი ურიდიული პ ირი − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო , აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოები და ადგილობრივი თვით მ მართველობის ორგანოები .“ .
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .
საქართველოს პრეზიდენტი მ . სააკაშვილი
თბილისი,
2012 წლის 8 მაისი.
№6164- I ს