„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
186
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-05-24
გამოქვეყნების თარიღი
2012-05-28
სარეგისტრაციო კოდი
200110050.10.003.016859
„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  საქართველოს მთავრობის

დადგენილება № 18 6

2012 წლის 24 მაისი

ქ . თბილისი

„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დ ადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებ აში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 1827) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებულ მე-6 დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე- 5 გრაფა:

 

 

„5

ავტომობილების ტექნიკური მომსახურება და რემონტი, მათ შორის, სალტეების, საბურავების აღდგენა და რეგენერაცია, აღნიშნული მომსახურებისათვის განკუთვნილ ფართობზე გაწეული სხვა მომსახურება (ხალიჩების რეცხვა)

 

მომსახურების გასაწევად გამოყენებული სამუშაო ადგილი

კალენდარული თვე

1 ავტომობილის მომსახურებისათვის განკუთვნილი სამუშაო ადგილი –100 ლარი;

იმ შემთხვევაში, თუ ერთმნიშვნელოვნად ვერ დგინდება, რამდენი ავტომობილის მომსახურებისათვისაა განკუთვნილი სამუშაო ადგილი – ყოველ 40 კვ.მ-ის ფარგლებში ფართობზე – 100 ლარი.“.

 

 

 

მუხლი 2. პირებს, რომლებსაც ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობისათვის მინიჭებული აქვთ მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსი ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე, უნარჩუნდებათ მინიჭებული სტატუსი.

მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                             ნ . გილაური

კრებსითი — სრული ვერსია