საქართველოს მთავრობის
დადგენილება № 183
2012 წლის 24 მაისი
ქ . თბილისი
„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 ივნისის №260 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 ივნისის №260 დადგენილებაში ( www.matsne.gov.ge , 29/06/2011 , 390050010. 10.003.016420 ) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. გარდამავალი დებულება
1. პირ ს , რომელსაც 2011 წლის 1 ივლისამდე ტყის ფონდის ტერიტორიაზე განთავსებული აქვს კავშირგაბმულობის საკომუნიკაციო ნაგებობა, ვალდებულია ტყითსარგებლობის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით სააგენტოში წარადგინოს ტყითსარგებლობის წესის 611 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია , პირს გაუფორმოს ტყითსარგებლობის ხელშეკრულება აუქციონის გარეშე, ხოლო პირი ვალდებულია , ყოველწლიურად გადაიხადოს ტყის ფონდში კავშირგაბმულობის საკომუნიკაციო ნაგებობის განთავსებისათვის 1 ჰექტარამდე დადგენილი წლიური საფასური – 12 000 ლარი (დღგ-ის ჩათვლით).
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირს, რომელსაც არა აქვს გაფორმებული ტყითსარგებლობის ხელშეკრულება კავშირგაბმულობის საკომუნიკაციო ნაგებობის განთავსებისათვის , ტყის ფონდში კავშირგაბმულობის საკომუნიკაციო ნაგებობის განთავსებისათვის წლიური საფასურის ( 1 ჰექტარამდე ფართობისათვის – 12 000 ლარი ( დღგ- ი ს ჩათვლით ) გადახდის ვალდებულება წარმოეშობა 2011 წლის 1 აგვისტოდან.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პირი ვალდებულია, 2011 წლის 1 აგვისტოდან ხელშეკრულების გაფორმებამდე პერიოდში მის მიერ გადასახდელი საფასური ს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესაბამისი ოდენობა გადაიხადოს ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობითა და ვადებში.
5. წლიური საფასურის გადახდა ხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველთვიურად , თანაბარწილად ან მთლიანად, წინასწარ.“.
მუხლი 2 . დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .
პრემიერ‑მინისტრი ნ . გილაური