საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ (1961)

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2401
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1999-09-09
გამოქვეყნების თარიღი
1999-09-21
სარეგისტრაციო კოდი
080.000.000.05.001.000.695
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ (1961)

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

 

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., №1, მუხ.10) 79-ე მუხლის:

1. პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით საქონლის გადატანა ან გადმოტანა, ჩადენილი საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად, დოკუმენტის ან საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოტყუებითი გამოყენებით, დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანით ანდა მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით,  –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე ან ჯარიმით ათასიდან სამი ათას ლარამდე. “ ;

2. ბოლოში დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:

„შენიშვნა: ამ მუხლის პირველ ნაწილში დიდ ოდენობად ითვლება საქონელზე საბაჟო გადასახდელის გადაუხდელი თანხა, რომელიც აჭარბებს 1500 ლარს. “ .

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1999 წლის 9 სექტემბერი.

№2401-Iს

კრებსითი — სრული ვერსია