,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 ივნისის №367 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
410
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2012-05-23
გამოქვეყნების თარიღი
2012-05-23
სარეგისტრაციო კოდი
480070000.08.002.016513
,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 ივნისის №367 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №410

2012 წლის 23 მაისი

ქ. თბილისი

,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ� საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 ივნისის №367 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ� საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 ივნისის №367 ბრძანებულებაში (სსმ III , 2010 წ., №63, მუხ. 928) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების 11 პუნქტით დამტკიცებული იმ ქვე ყ ნების ნუსხის, რომლებშიც აკრედიტებულია საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები (დანართი № 2) , 28-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,28. საქართველოს საელჩო არგენტინის რესპუბლიკაში აკრედიტებულია ჩილეს რესპუბლიკაში, პარაგვაის რესპუბლიკასა და ურუგვაის აღმოსავლურ რესპუბლიკაში.�.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ . სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია