საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №406
2012 წლის 22 მაისი
ქ. თბილისი
„ მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 8 თებერვლის №104 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „ მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 8 თებერვლის №104 ბრძანებულებაში (სსმ III, 2006 წ., № 19, მუხ. 220) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,11. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გადაწყვეტილების შესაბამისად, რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებად შესაძლებელია განისაზღვროს აგრეთვე ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა M2 კატეგორიის ავტობუსით ან/და საბაგირო გადაყვანა შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციულ საზღვრებში.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი