ქ. თბილისის მერის
ბრძანება №11
2012 წ ლის 2 2 მაისი
ქ. თბილისი
,, ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მერის 2006 წლის 26 დეკემბრის № 22 ბრძანება ში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე- 20 მუხლისა და ,,საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ნ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ,, ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მერის 2006 წლის 26 დეკემბრის № 22 ბრძანების (გაზეთი ,,24 საათი“, №291, გვ. 15, 29 დეკემბერი , 2006 წ.) (შემდეგში – ბრძანება) მე-7 მუხლში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:
ა) პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ) მონიტორინგის განყოფილება;“ ;
ბ) მე -7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,7. მონიტორინგის განყოფილება ახორციელებს სამსახურის საქმიანობის შესწავლასა და ამზადებს რეკომენდაციებს მისი შემდგომი ეფექტური და გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად . ასევე, კონტროლს უწევს ქალაქ თბილისის ტერიტორიის დაზიანების ფაქტებს სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოების წარმოებისას და დამრღვევი პირების მიმართ ატარებს კანონით დადგენილ ღონისძიებებს.“
2. ეს ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
გ . უგულავა