„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N01-64/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
01-25/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2012-05-18
გამოქვეყნების თარიღი
2012-05-18
სარეგისტრაციო კოდი
010240070.22.035.016143
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N01-64/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-25 /ნ

2012 წლის 18 მაისი

ქ. თბილისი

„ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის № 01-64/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის № 01-64/ნ ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 29/12/2011, 010240070.22.035.016107) დამტკიცებული დებულების მე- 4 მუხლის „ ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ ნ) ზრუნავს სააგენტოს თანამშრომელთა პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე;  ამასთან,  მაკონტროლებელი ფუნქციის სამართლიანი და ეფექტური განხორციელებისათვის შეიმუშავებს და სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვრავს სააგენტოს თანამშრომელთა სამსახურებრივი გამოყენების  ინსტრუქციას სალიცენზიო/ სანებართვო პირობების დარღვევების შეფასების კრიტერიუმებისა და ამ დარღვევებზე სახდელის ფარგლების თაობაზე.“ .

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ . ჭიაბერაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია