„გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N297/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
01-24/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2012-05-17
გამოქვეყნების თარიღი
2012-05-17
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.016142
„გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N297/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-24 /ნ

2012 წლის 17 მაისი

ქ. თბილისი

„გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს № 297/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართ ველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს № 297/ნ ბრძანებით (სსმ III, 2001 წ., № 90, მუხ.647) დამტკიცებულ დანართ 2 -ში – „2.1.5. დასახლებული ადგილების წყალსარინი, წყალსატევების სანიტარიული დაცვა. ზედაპირული წყლების გაბინძურებისაგან დაცვის სანიტარიული წესები და ნორმები სანწდან 2.1.4. 000 – 00“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. VI თავის (სანიტარიული მოთხოვნები წყლის ობიექტებში ჩამდინარე წყლების არინების პირობებზე) მე -2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ჩამდინარე წყლების ჩაშვება დასახლებულ პუნქტებში არსებულ წყლის ობიექტებში შესაძლებელია განხორციელდეს, თუ იგი არ გააუარესებს წყლის ობიექტის შედგენილობის და თვისებების მიმართ დანართი 1 (IX. ჰიგიენური მოთხოვნები წყლის ობიექტების წყლის შედგენილობასა და ხარისხზე სასმელ-სამეურნეო და კულტურულ-საყოფაცხოვრებო წყალმოხმარების პუნქტებში) დადგენილ მახასიათებლებს.“.

2. VI თავის (სანიტარიული მოთხოვნები წყლის ობიექტებში ჩამდინარე წყლების არინების პირობებზე ) მე -4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ . ჭიაბერაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია