საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №80
2012 წლის 17 მაისი
ქ. თბილისი
„ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – აღსრულების ეროვნულ ბიუროში შესული საჩივრის ფორმის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის № 80 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 20 მუხლის მე- 4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – აღსრულების ეროვნულ ბიუროში შესული საჩივრის ფორმის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის № 80 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი , 040030000.22.027.016149, 01/07/2011 ) დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – აღსრულების ეროვნულ ბიუროში შესული საჩივრის ფორმის შენიშვნის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი