„საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 თებერვლის №111 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
397
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2012-05-15
გამოქვეყნების თარიღი
2012-05-16
სარეგისტრაციო კოდი
120090000.08.002.016506
„საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 თებერვლის №111 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №397

2012 წლის 15 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 თებერვლის №111 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 თებერვლის № 111 ბრძანებულებაში (სსმ III , 2006 წ., №19, მუხ. 223) შეტანილ იქნეს დამატება და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესდების მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-4 პუნქტი:

„ 4. ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა შესაძლებელია მოეხსნას საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია