„ძველი თბილისის რეაბილიტაციის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის –„ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე” - დამატებითი ეტაპის გამოცხადებისა და მისი განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 15 აპრილის №08.38.321 (ვებგვერდი, 110511033, 19.05.2011 სარეგისტრაციო კოდი 330090000.37.101.016054) დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
13.03.449
მიმღები ორგანო
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
მიღების თარიღი
2012-05-14
გამოქვეყნების თარიღი
2012-05-17
სარეგისტრაციო კოდი
330090000.37.101.016115
„ძველი თბილისის რეაბილიტაციის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის –„ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე” - დამატებითი ეტაპის გამოცხადებისა და მისი განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 15 აპრილის №08.38.321 (ვებგვერდი, 110511033, 19.05.2011 სარეგისტრაციო კოდი 330090000.37.101.016054) დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ქალაქ თბილისის მთავრობის

დადგენილება № 13.03.449

2012 წლის 14 მაისი

ქ. თბილისი

„ ძველი თბილისის რეაბილიტაციის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის –„ ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე” – დამატებითი ეტაპის გამოცხადებისა და მისი განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 15 აპრილის № 08.38.321 ( ვებგვერდი, 110511033, 19.05.2011 სარეგისტრაციო კოდი 330090000.37.101.016054) დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:

1. „ ძველი თბილისის რეაბილიტაციის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის – „ ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე” – დამატებითი ეტაპის გამოცხადებისა და მისი განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 15 აპრილის № 08.38.321 დადგენილების ( ვებგვერდი, 110511033, 19.05.2011 სარეგისტრაციო კოდი 330090000.37.101.016054) პირველი პუნქტით დამტკიცებულ „ ძველი თბილისის რეაბილიტაციის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის „ ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე“ დამატებითი ეტაპის განხორციელების წესსა და პირობების“   მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 2. პროგრამაში მონაწილეობისთვის დოკუმენტაცია წარდგენილი უნდა იქნეს „ ძველი თბილისის რეაბილიტაციის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის „ ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე” დამატებითი ეტაპის გამოცხადებისა და მისი განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის დადგენილების ძალაში შესვლიდან 2012 წლის 31 დეკემბრამდე ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული წესით.“ .

2. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 27 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ქ. თბილისის მერი                                                                                                                 გ.  უგულავა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია