ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 19 მარტის №12 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
18
მიმღები ორგანო
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-05-08
გამოქვეყნების თარიღი
2012-05-18
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.128.016091
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 19 მარტის №12 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ცვლილების შეტანის თაობაზე

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს                          

დადგენილება № 18

2012 წლის 8 მაისი

 დაბა ხარაგაული                               

  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 19 მარტის №12 დადგენილებაში  „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის სამსახურის დებულების  დამტკიცების შესახებ” ცვლილების შეტანის თაობაზე

 ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად საჭიროა შეტანილი იქნეს ცვლილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 19 მარტის №12 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” (საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 27.03.2012).

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

შეტანილ იქნეს ცვლილება    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებაში   ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ”.

1. შეტანილ იქნეს ცვლილება დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი მთავარი სპეციალისტი”.

    მუხლი 2

დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                    ა. მაჭავარიანი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია