„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 13 ოქტომბრის №187 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
63
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2012-05-14
გამოქვეყნების თარიღი
2012-05-14
სარეგისტრაციო კოდი
010320020.22.027.016277
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 13 ოქტომბრის №187 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს

ბრძანება № 63

2012 წლის 1 4 მაისი

ქ. თბილისი

 „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 13 ოქტომბრის №1 87 ბრძანება ში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 13 ოქტომბრის №1 87 ბრძანებ ით ( სსმ, №132, 13/10/2010 წ., მუხ. 1916 ) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-7 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) საჯარო სამართლის იურიდიული პირების – „სმართ-ლოჯიქის“ და სტრატეგიული განვითარების სააგენტოს ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება.“.

  2. მე-8 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) კანონდებლობი თ დადგენილი წესით განახორციელოს საჯარო სამართლის იურიდიული პირების – „სმართ-ლოჯიქის“ და სტრატეგიული განვითარების სააგენტოს საბიუჯეტო პროცესის მართვა, ბიუჯეტის პროექტის შემუშავება , წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად საბიუჯეტო ასიგნებათა განაწილება და ბიუჯეტის ანგარიშგება, ს აბუღალტრო აღრიცხვის ორგანიზება, შესაბამისი გადარიცხვების წარმოება და ბალანსის შედგენა, დაწესებულების ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით სახელმწიფო შესყიდვებს და შესყიდვის შედეგად დადებული ხელშეკრულებების პირობების შესრულების კონტროლი, აგრეთვე მისი მატერიალურ-ტექნიკური საკითხების კოორდინაცია.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

ზ. ადეიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია