ტექნიკური რეგლამენტის „საკლასიფიკაციო საზოგადოების აღიარების წესის“ დამტკიცების შესახებ 2011 წლის №001 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
013
მიმღები ორგანო
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი
2012-05-10
გამოქვეყნების თარიღი
2012-05-14
სარეგისტრაციო კოდი
300160070.55.067.016018
ტექნიკური რეგლამენტის „საკლასიფიკაციო საზოგადოების აღიარების წესის“ დამტკიცების შესახებ 2011 წლის №001 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №013

2012 წლის 10 მაისი

ქ. ბათუმი

ტექნიკური რეგლამენტის „საკლასიფიკაციო საზოგადოების აღიარების წესის“ დამტკიცების შესახებ 2011 წლის №001 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, „ ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ “ საქართველოს კანონის მე -7 მუხლის მე -4 პუნქტის „ გ “ ქვეპუნქტის , ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის  მე-2 პუნქტის „ დ “ ქვეპუნქტის   შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ტექნიკური რეგლამენტის „საკლასიფიკაციო საზოგადოების აღიარების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 9 აგვისტოს №001 ბრძანებით დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტში – „საკლასიფიკაციო საზოგადოების აღიარების წესში“ შევიდეს ცვლილება და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. 2013 წლის 15 მაისიდან თევზსაჭერ და თევზსარეწ გემებს მოეთხოვებათ საერთაშორისო საკლასიფიკაციო საზოგადოებების ასოციაციის (IACS) წევრი საკლასიფიკაციო საზოგადოებების მიერ გაცემული სერტიფიკატები. ”

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თ. იობიძე

კრებსითი — სრული ვერსია