„საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 მარტის №112 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
170
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-05-08
გამოქვეყნების თარიღი
2012-05-10
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.016839
„საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 მარტის №112 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება № 170

2012 წლის 8 მაისი

ქ . თბილისი

„საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს   მთავრობის 2012 წლის 28 მარტის №112 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 მარტის №112 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/03/2012, 040030000.10.003.016785) შეტანილ იქნეს ცვლილება და დაემატოს №11 დანართი  შემდეგი რედაქციით:

 

„დანართი №11

მომსახურების სახე

საფასური

 

  1

კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მოშენებული თეთრყვავილას ბოლქვების ან/და ყოჩივარდას გორგლების შესახებ დასკვნის გაცემა

 

475

 

   2

კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მოშენებული თეთრყვავილას ბოლქვების ან/და ყოჩივარდას გორგლების მოპოვების შესახებ დასკვნის გაცემა

 

400.“.

 

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი      ნ . გილაური

კრებსითი — სრული ვერსია