„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
366
მიმღები ორგანო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2012-05-08
გამოქვეყნების თარიღი
2012-05-10
სარეგისტრაციო კოდი
280120000.22.026.016116
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №366

2012 წლის 8 მაისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებით (სსმ III, 2007 წ., №134, მუხ.1467) დამტკიცებულ №9 დანართში შეტანილ იქნეს ცვლილებები და დანართის:

1. 1.2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

 

 

  „1.2

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნატო-ში სამოქალაქო წარმომადგენლის მოადგილე (ნატო-ს შტაბბინა, ქ. ბრიუსელი, ბელგიის სამეფო)-აპარატის უფროსის მოადგილე

 

 

ევრო

 

1 200

 

700

ნატო-ს შესაბამისი სამსახურის მიერ წარმოდგენილი დაანგარიშების მიხედვით (გაფორმებული კონტრაქტის პირობების თანახმად), თუ გადახდის მომენტისათვის 1.1 პუნქტში მითითებულ თანამდებობაზე არ არის დანიშნული შესაბამისი პირი

 

2200

 

 

4100 და ოფისის ქირავნობის ხარჯები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

 

 

                         “.

2. 2.2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

 

„ 2.2

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნატო-ში სამხედრო წარმომადგენლის მოადგილე (ნატო-ს შტაბბინა, ქ. ბრიუსელი, ბელგიის სამეფო)-აპარატის უფროსის მოადგილე

 

 

ევრო

 

1 200

 

700

ნატო-ს შესაბამისი სამსახურის მიერ წარმოდგენილი დაანგარიშების მიხედვით (გაფორმებული კონტრაქტის პირობების თანახმად), თუ გადახდის მომენტისათვის 2.1 პუნქტში მითითებულ თანამდებობაზე არ არის დანიშნული შესაბამისი პირი

 

2200

 

 

4100 და ოფისის ქირავნობის ხარჯები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

 

 

 

                        “.

3. შენიშვნას დაემატოს მე-10 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,10. შვებულებაში (მათ შორის ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებაში) ყოფნისას ან შრომისუუნარობის გამო სამსახურში არყოფნის შემთხვევაში პირს უნარჩუნდება ამ დანართით გათვალისწინებული ნორმები. თუ მითითებული არყოფნის პერიოდი წელიწადის განმავლობაში ზედიზედ ან კალენდარული წლის მანძილზე 30 კალენდარულ დღეზე მეტი ხნით გრძელდება, პირს შენახვის ხარჯების ნორმა 30 კალენდარული დღის შემდეგ უმცირდება ბინის დაქირავების ხარჯებამდე.”.

მუხლი 2 . ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები გავრცელდეს არსებულ სამართლებრივ ურთიერთობებზე, მიუხედავად მათი წარმოშობის თარიღისა.

მუხლი 3 . ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბ .ახალაია

კრებსითი — სრული ვერსია